Friday, June 21, 2019


კითხვისა და წაკითხულის გააზრების პრობლემა დაწყებით საფეხურზე მეხუთე კლასში

    პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა



ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის  212-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი                                    ეკტერინე ხაჩიძე







                                 თბილისი
                                 2019წელი









































                                   სარჩევი
1.შესავალი----------------------------------------------------------------------გვ 3-4
 1. თავი -- საკვლევი საკითხის მიმოხილვა, პრობლემის აქტუალობის დასაბუთება სამიზნე ჯგუფი.-------------------------------------------------გვ 4-7
 თავი II--პრაქტიკული კვლევის არსი და მისი მნიშვნელობა სასკოლო ცხოვრებაში; კვლევის მიზანი და ამოცანები;-------------------------------გვ 7-8
 თავი III— ლიტერატურის მიმოხილვა.------------------------------------- გვ 9-13.
თავი IV კვლევის მეთოდები------------------------------------------------- გვ13-14
 თავი V კვლევის პირველადი შედეგების განხილვა და ანალიზი;-------გვ15-24
 თავი VI--დაგეგნილი ინტერვენციები და განხორციელების ეტაპები; --გვ24-31.
თავი VII--კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები;-----------------გვ31-34
თავიVIII-  დასკვნა,გამოყენებული ლიტერატურა და დანართები.-------გვ 34-41
 რეფლექსია--------------------------------------------------- გვ41-42




                               შესავალი
 ნაშრომი წარმოადგენს კვლევის ანგარიშს,რომელიც ჩატარდა  ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის  ქალაქ თბილისის 212- ე საჯარო სკოლის მეხუთე კლასში.
კითხვისა და წაკითხულის გააზრების პრობლემა მნიშვნელოვანია  სწავლების თითქმის ყველა საფეხურზე,რასაც არაერთი კვლევა და გამოკითხვა ადასტურებს.იმისათვის, რომ მოსწავლემ დაძლიოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნობრივი სტანდარტი წერისა და თხრობის უნარებთან ერთად საჭიროა კითხვის უნარებსაც ფლობდეს. გამართული კითხვა კი ხელს უწყობს წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრებასა და აზრის ჩამოყალიბებას ,როგორც ზეპირი , ისე წერითი მეტყველების პროცესში.
   მეხუთე კლაში მოსწავლეთა უმრავლესობას უჭირდა გამართული კითხვა და წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება.ამიტომ მნიშვნელოვნად ჩავთვალე ამ საკითხზე მემუშავა მოსწავლეებთან ერთად და დავგეგმე კვლევა.
ნაშრომი შედგება   რვა თავისაგან,პირველ თავში  მოცემულია საკვლევი საკითხის მიმოხილვა , მისი აქტუალურობისა და საჭიროების დასაბუთება; მეორე თავი-პრაქტიკული კვლევის არსი და მისი მნიშვნელობა სასკოლო  ცხოვრებაში; მესამე თავი- საკვლევი საკითხის გარშემო არსებული ლიტერატურის მიმოხილვა; მეოთხე  თავი-კვლევის მეთოდები; მეხუთე თავი - კვლევის პირველადი შედეგების განხილვა და ანალიზი; მეექვსე  თავი-დაგეგმილი ინტერვენციები და განხორციელების ეტაპები;  მეშვიდე   თავი-კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები;  მერვე  თავი-გამოყენებული ლიტერატურა და დანართები;

                                I თავი
       საკვლევი საკითხის მიმოხილვა და მისი აქტუალობის დასაბუთება.
პრაქტიკული კვლევის ჩატარება კითხვისა და წაკითხული ტექსტის გააზრების პრობლემებზე გადავწყვიტე მეხუთე კლასში.მოსწავლეთა უმრავლესობა ვერ ფლობდა გამართული კითხვის უნარებსა და კლასში იყო წაკითხულის გაგება-გააზრების პრობლემა.
კითხვის დასწავლის პროცესი გულისხმობს ენისთვის დამახასიათებელი გრაფემების ამოცნობის უნარის განვითარებას და მათ ფონემებთან დაკავშირებას; ფონემების ბგერებად გაერთიანებას, ხოლო ბგერების სიტყვად გამთლიანებას ; სიტყვის ამიკითხვას, სიტყვის ცნობასა და მისი მნიშვნელობის გაგება. წინადადების წაკითხვისას კი საჭიროა ამოკითხული სიტყვების მეხსიერებაში შენახვა,  ერთმანეთთან დაკავშირება და წინადადების გამთლიანება,მთლანი შინაარსის წვდომა.
მეხუთა კლასისს მოსწავლეებს დაძლეული ჰქონდათ ფონოლოგიური პრობლემები,მაგრამ სიტყვის გამთლიანებისა და წინადადებების დაკავშირების პრობლემა ნამდვილად იყო კლასში. ეს კი თავის მხრივ, ხელს უშლიდა შინაარსის გაგებასა და გააზრებას. ტექსტის გაგება -გაგზრება  კი სწავლების უნმიშვნელოვანესი ნაწილია. იმისათვის, რომ მოსწავლემ  ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ინდიკატორები დაძლიოს და შეძლოს საგნობრივი სტანდარტის ათვისება  აუცილებელია კითხვის უნარების გაუმჯობესება.
კვლევის მიზანი იყო დამედგინა ,რატომ იყო კლასში გამართული კითხვის პრობლემა და რამდენად განაპირობებდა ტექსტის გაგება-გააზრების სირთულეებს გამართული კითხვის უნარების ნაკლებობა. აუცილებელი იყო ეს პრობლემა დამეძლია მოსწავლეებთან ერთად, რომ სასწავლო მიზნები და სწავლა-სწავლების მოთხოვნები  შეგვესრულებინა. მართლია, პირველ სემესტრში ჩვენ არ გვქონდა განმსაზღვრელი შეფასება,მაგრამ აუცილებელი იყო ამ საკითხზე მუშაობა ,რომ მოსწავლეები საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულიყვნენ და პრობლემის მოგვარება აქტიური ქმედებით შეგვძლებოდა.
სამიზნე ჯგუფი არის მეხუთე კლასი ,სადაც მოსწავლეთა ნაწილს უჭირდა გამართული კითხვა და მაღალ  სააზროვნო უნარებს ვერ ფლობდნენ.
  კვლევის ამოცანაა განვსაზღვრვროთ რა უშლით ხელს მოსწავლეებს გამართული კითხვისა  და წაკითხულის გაგება-გააზრების   უნარების ათვისებაში.რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი მოსწავლეთა პრობლემის დასაძლევად. იმისათვის, რომ სრულყოფილად შევისწავლლოთ საკითხი აუცილებებელია გავითვალისწინოთ:
ü  კითხვის უნარების განვითარება მხოლოდ დაწყებითი საფეხურის პრობლემა არ არის;
ü  რა განაპირობებს გამართული კითხვის უნარების  ნაკლებ განვითარებას მოსწავლეებში;
ü  თუ მოსწავლეებმა დაძლიეს კითხვის ორი უმთავრესი კომპონენტი, ფონოლოგიური ასპექტი და სიტყვის გამთლიანება,რა აფერხებს მაშინ წინადადების აწყობასა და აზრის გაგების უნარების განვითარებას;
ü  რა კავშირშია გამართული კითხვა ტექსტის გაგება-გააზრებასთან და გამართული კითხვის გარეშე რამდენად შეუძლია მოსწავლეს გაიგოს წაკითხული;
ü  როდესაც პრობლემაა წაკითხულის გაგება-გააზრება ეს ხელს ხომ არ შეუშლის წერითი მეტყველების კულტურის განვითარებას მოსწავლეებში;
ü  ვკითხულობ გამართულად -ყოველთვის ნიშნავს რომ მესმის წაკითხული და ვიაზრებ მას.
კვლევის აქტუალურობას  განაპირობებს თემის აქტუალურობა რადგან ტექსტის გაგება-და გააზრება სწავლა სწავლების ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა თნამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში და მოსწავლის დეკლარატიული,პროცესუალური და პირობისეული ცოდნა სწორედ გაგება-გააზრების ხელშეწობით მიიღწევა და ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარი მოთხოვნაა.


                                         II  თავი                                                                                                                           
   პრაქტიკული კვლევის არსი და მისი მნიშვნელობა სასკოლო  ცხოვრებაში:
     პედაგოგიურმა დაკვირვებამ მიჩვენა რომ ,მოსწავლეებს ჰქონდათ გამართული კითხვის პრობლემა და კითხვის დროს უჭირდათ აზრის გამოტანა წაკითხული ტექსტის გამთლიანება და საჭიროდ ჩავთვალე ყურადღება მიმექცია ამ საკითხისათვის.რადგან ,რომ თუ მოსწავლეები შეძლებდნენ მეხუთე კლასში დაეძლიათ ეს  პრობლემა მათ გაუადვილდებოდათ სასწავლო პროცესის წარმართვა,რადგან წაკითხულის გაგება-გააზრება  მხოლოდ  ქართული ენისა და ლიტერატურის პრობლემა არ  არის. თუ მოსწავლეები დააკვირდებიან და შეისწავლიან საკუთარ საჭიროებებს ეს ხელს შეუწყობს მათ გააცნობიერონ სწავლების უმთავრესი დანიშნულება ისწავლონ სწავლა და გაუმკლავდნენ ყველა გამოწვევას.
აუცილებელი იყო სასწავლო პროცესი ისე დამეგეგმა რომ მოსწავლეთა საჭიროებები განმესაზღვრა და  დავხმარებოდი მათ კითხვის უნარის გაუმჯობესებასა და წაკითხულის გაგება- გააზრებაში.
კვლევაში მონაწილეობა ვთხოვე მოსწავლეებს,მათ მშობლებსა და პედაგოგებს,რადგან მსურადა გამერკვია,რამდენად იყო მშობლებისთვის ცნობილი კლასის პრობლემა ,თვლიდნენ თუ არა მშობლები რომ გამართული კითხვა და წაკითხულის სრულყოფილო გააზრება მართლა პრობლემა იყო კლასისათვის.ამავე დროს მსურდა კოლეგების გამოცდილების გაზიარება, რადგან ვთვლი,საკითხის კომპლექსური შესწავლა ყოველთვის მნიშვნელოვანია პრობლემის გადაჭრისათვის.





                                                 თავი III
                                   ლიტერატურის მიმოხილვა
კითხვა გამართულია როცა ის მიმდინარეობს უშეცდომოდ,ადეკვატური ტემპით გაბმულად და გამომსახველობით.გამართული კითხვის დროს მკითხველი  გამოყობს  სასვენ ნიშნებთან,ერთიანი აზრის გამოკვეთით კითხულობს ერთიან წინადადებას .ძალისხმევის გარეშე ამოიცნობს სიტყვებსა და აბამს ერთმანეთს თანმიმდევრულად.
            გამართულ კითხვაში საკვანძო მომენტია სიტყვის ნაწილებად ამოკითხვიდან მთელი სიტყვის წაკითხვაზე გადასვლა.გამართული კითხვა ხელს უწყობს ერთგვარად წაკითხულის გაგება -გააზრებას.კითხვის უნარების ჩამოყალიბება რამდენიმე  ძირითად ასპექტს მოიცავს:
v  ზეპირი მეტყველება;
v  ფონეტიკური ცოდნა;
v  ლექსიკური მარაგი;
v  მთლიანი სიტყვის ამოცნობა;
v  გამართული კითხვა;
v  წაკითხულის გაგება-გააზრება.
გამართული კითხვის დროს მკითხველი აერთიანებს წინადადებებს და აყალიბებს აზრს.კითხვა სამსაფეხურიანი პროცესია და ყველა საფეხურზე მკითხველისაგან გარკვეული მოქმედების შესრულებას გულისხმობს.კითხვის დაწყებამდე აუცილებელია მკითხველმა დასვას კითხვები,განსაზღვროს წაკითხული ტექსტის მიზანი,გამოთქვას ვარაუდები,ამით მოტივაცია მაღლდება და  ტექსტის წასაკითხად ემზადება.
    კითხვის პროცესში მკითხველი სვამს კითხვებს,აჯამებს წაკითხულ მონაკვეთებს,აყალიბებს ახალ ვარაუდებს,უბრუნდება ბუნდოვან მომენტებს და გამოაქვს დასკვნები. ამით მკითხველი ავითარებს ვარაუდის გამოთქმის,დასკვნის გაკეთებისა და შეჯამების უნარებს,რაც მნიშვნელოვანია გამართული კითხვის დაუფლებისათვის.
    წაკითხვის შემდეგ მკითხველი  სვამს შემაჯამებელ შეკითხვებს,გადაამოწმებს ტექსტის გაგებასა და აყალიბებს საკუთარ პოზიციას. მკითხველი სწავლობს აზრის გამოთქმასა და საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებას.
კითხვის სწავლების ეფექტური მოდელი ვიგოტსკის  კვლევებს ეფუძნება ე.წ.  სკაფოლდინგის ანუ ხარჩოს პრინციპით  ვითარდება კითხვის სწავლა .მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს განვითარების უახლესი ზონის შესაბამისი სირთულის დაძლევაში.რეგი რუტმანი პასუხისმგებლობის თანდათან გადაცემის მოდელის მიხედვით პირველ პასუხისმგებლობას მასწავლებელს ანიჭებს, რომელიც თანდათან გადასცემს მოსწავლეს პასუხისმგებლიბას.შემდეგ კი მოსწავლე უკვე დამოუკიდებლად შეძლებს აიღოს პასუხისმგებლობა და შეასრულოს მიცემული სამუშაო.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ის არის, რომ მოსწავლემ შეძლოს წაკითხული ტექსტიდან აზრის გაგება და შინააარსი გამოიტანოს.
გაგება-გააზრება კითხვის მნიშვნელოვანი კომპონენტია,იგი იწყება ტექსტის წაკითხვამდე და მიმდინარეობს, როგორც კითხვის პროცესში ისე დასრულების შემდეგაც.უნდა აღინიშნოს, რომ გაგება-გააზრების უნარების ჩამოყალიბება ხანგრძლივი პროცესია და სწრაფად არ ვითარდება. მნიშვნელოვანია ისიც რომ სხვადასხვა ტექსტის გაგება მოსწავლისაგან სხვადასხვა უნარების განვითარებას მოითხოვს ეს უნარები მოსწავლეს მთელი ცხოვრების მანძილზე სჭირდება. წაკითხულის გააზრება სამ სხვადასხვა დონესეა შესაძლებელი:
Ø  სიტყვასიტყვითი;
Ø  ანალიტიკური;
Ø  შემეცნებითი.
პირველი,საბაზისო დონეა სიტყვასიტყვითი გაგება. ამ დროს შესაძლებელია ტექსტიდან ფაქტობრივი მასალის ამოღება.
  ანალიტიკური კითხვის დონეზე კი მოსწავლემ უნდა შეძლოს ტექსტში მოცემული მასალის საფუძველზე დასკვნის გამოტანა.შემეცნებითი კითხვის დონეზე კი დასკვნის გამოტანასთან ერთად მკითხველს შეუძლია წაკითხულის შეფასება.
გაგება-გააზრების უნარები მაშინ ვითარდება, როცა მასწავლებელი ექსპლიტატურად-ჩვენების, ახსნისა და მართული პრაქტიკის გზით ასწავლის მოსწავლეს. მნიშვნელოვანია მოსწავლეებს სხვადასხვა სირთულისა და  შინაარსის ტექსტები შევთავაზოთ ,რომ ხელი შევუწყოთ გააზრების უნარების განვითარებას.
ტექსტის გაგება -გააზრებას საგრძნობლად აუმჯობესებს: წინარე ცოდნის გააქტიურება,ვარაუდების გაცნობა, ტექსტის სტრუქტურის დადგენა,პარალელების გავლება,შეკითხვის დასმა,შეჯამება, აზრის გამოკვეთა, წვდომა და დასკვნის გამოტანა. ამ უნარების განვითარება და გააქტიურება მასწავლებელს სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით შეუძლია.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით  ,,ქართული ანუ სახელმწიფო ენის  შესწავლის მიზანია მოსწავლეებში მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური აღქმისა და შეფასების, საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოხატვის, კითხვისა და სხვადასხვა შინაარსის ტექსტების შექმნის უნარის განვითარება; ლიტერატურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის გრძნობის აღძვრა; მოსწავლეთა წერითი და ზეპირი მეტყველების კულტურის განვითარება.’’
ეს კი სიტყვა-სიტყვით მოიაზრებს რომ მოსწავლე ფლობდეს ტექსტის გაგება-გააზრების სამივე დონის შესაძლებლობას და სამივე კატეგორიის  ცოდნას-დეკლარატიულ,პროცესუალურსა  და პირობისეულს  თანაბრად პასუხობდეს მისი სწაავლა- სწავლების პროცესი.



                                              IV თავი
                  კვლევის მეთოდების განხილვა
სასწავლო წლის დასაწყისში ,როცა აღმოვაჩინე რომ მოსწავლეებს არ ჰქონდათ სრულყოფილად განვითარებული გამართული კითხვის უნარები თვისობრივი კვლევის მეთოდებით  დავიწყე დაკვირვება. ვაკვირდებოდი მოსწავლეებს ინდივიდუალურად და ვცდილობდი  გამერკვია კითხვის სწავლების 5 ასპექტიდან  სად იყო დარღვევა. ერთთვიანმა დაკვირვებამ მიჩვენა ,რომ მოსწავლეებს ზეპირი მეტყველება და ფონეტიკური ცოდნა მეტნაკლებად დაძლეული ჰქონდათ უჭირდათ სიტყვის ამოკითხვა და  წინადადების გამთლიანება.
ამის შემდეგ დავიწყე მოსწავლეებთან გასაუბრება,ვცდილობდი გასაუბრების პროცესში მოსწავლის საჭიროებები დამედგინა.შევხვდი და ვესაუბრე მშობლებსაც,თითქმის კლასის ყველა მშობელთან მომიწია გასაუბრებამ. მშობლები ადასტურებდნენ,რომ მოსწავლეებს კითხვისა და წაკითხულის გააზრების პრობლემა ჰქონდათ.გამოვყავი ფოკუს ჯგუფები  და დავიწყე მუშაობა ცალკეულ ფოკუს -ჯგუფებთან, იმის მიხედვით რა უნარების განვითარებას საჭიროებდნენ მოსწავლეები. ყველაზე დიდხანს იმ ფოკუს ჯუფს ვაკვირდებოდი,რომლებსაც უჭირდათ სიტყვის ამოკითხვა.
ჩავატარე ანკეტირება მოსწავლეებში ამ ანკეტირებას ჰქონდა სისტემური ხასიათი ყოველი თვის ბოლოს ვაჯამებდით მონაცემებს.
ანკეტირებასთან ერთად ჩავატარე რაოდენობრივი კვლევა. გამოკითხვაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები,მშობლები და მასწავლებლები. რაოდენობრივი კვლევის შედეგების შეჯამების შემდეგ  მივხვდი,რომ აუცილებელი იყო დამატებითი აქტივობები დამეგეგმა და მოსწავლეებთან ერთად მეზრუნა ჯერ გამართული კითხვის უნარების განვითარებაზე და შემდეგ წაკითხულის გაგება-გააზრების პრობლემაც მომეგვარებინა. პარალელურად ვაგრძელებდი ჩართულ დაკვირვებას და მოსწავლეებთან ინტერვიუ-გასაუბრებებს თითქმის ყოველდრიურად. შეიძლება ითქვას, რომ მონოგრაფიული დაკვირვება მთელი კვლევის ფარგლებში მიმდინარეობდა და ყველა ინტერვენცია ჩატარდა მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.

                                          Vთავი
                      პირველადი შედეგების ანალიზი.
რაოდენობრივ კვლევაში მონაწილეობდნენ მოსწავლეები,მათი მშობლები და პედაგოგები.პირველი კითხვა მოსწავლეებისა და მშობლებისათვის.კითხულობ თუ არა გამარათულად?კვლებაში მონაწილეობა მიიღო 25 მოსწავლემ და მშობელმა.
კითხვაზე კითხულონ გამართულად 10 მოსწავლემ უპასუხა ,რომ გამართულად კითხულობს; 8 მოსწავლე მიიჩნევს რომ  ცოტა ეშლება გამართულად  კითხვა.7 მოსწავლე თვლის,რომ ვერ კითხულობს .
იმავე კითხვაზე კითხულობს თუ არა თქვენი შვილი გამართულად 8 მშობელი  მიიჩნევს რომ  კითხულობს ,დანარჩენი თვლის რომ  ვერ კითხულობს.
გამოგაქვს თუ არა წაკითხული ტექსტიდან შინაარსი.9 მოსწავლე თვლის რომ გამოაქვს წაკითხულიდან შინაარსი; 5 თვლის რომ ვერ გამოაქვს წაკითხულიდან შინაარსი,ხოლო 11მოსწავლე თვლის,რომ თუ ტესტი მარტივია გამოაქვს,თუ რთული,უჭირს.
მშობლები 12 მშობელი მიიჩნევს რომ ყოველთვის გამოაქვს წაკითხულიდან შინაარსი; 7 მშობელი თვლის რომ ერთი წაკითხვით ვერ გამოაქვს და 6 მშობელი თვლის ,რომ ძალიან უჭირს შინაარსის გამოტანა მის შვილს.
გაკვეთილის გარდა კითხულობთ თუ არა კლასგარეშე ლიტერატურას?
10 მოსწავლლე კითხულობს ხშირად; 8-მოსწავლე მხოლოდ მასწავლებლის მოთხოვნით კითხულობს და 7 არ კითხულობს.
მშობლების მონაცემები ზუსტად დაემთხვა ბავშვებისას.



გიჭირს თუ არა რთული სიტყვების წაკითხვა და გიშლის თუ არა მისი არასწორი წაკითხვა სრულყოფილად გაიგო შინაარს?
10 მოსწავლე თვლის რომ არ უჭირს. 12 მოსწავლე თვლის ,რომ რთული სიტყვის ამოკითხვა უჭირს და შესაბამისად ხშირად ის ადგილი ბუნდოვანი რჩება ,სადაც რთული სიტყვაა. 3 მოსწავლე ასეთ სიტყვებს ტოვებს ტექსტის წაკითხვის დროს.
მშობლებს რაც შეეხება 13 მათგანი თვლის რომ უჭირს; 7 თვლის რომ არ უჭირს და 5 თვლის რომ ხშირ შემთხვევაში ტოვებს რთულ სიტყვას.
კითხვის დროს ხშირად გხვდება უცხო სიტყვები ტექსტში  და ვის მიმართავ დასახმარებლად?18მოსწავლე თვლის რომ ხშირად ხვდება და დახმარებას მშობლებს ან მასწავლებლებს სთხოვს.7 მოსწავლე არ ინტერესდება სიტყვის მნიშვნელობით.აქ გამოიკვეთა რომ მოსწავლეებმა არ იციან განმარტებითი ლექსიკონისა და სქოლიოების გამოყენება.
16 მშობელი თვლის, რომ ხშირად ხვდება და და ეხმარება მათ განმარტებაში ან მასწავლებელს ეკითხებიან.9 მშობელი აღნიშნავს,რომ  მოსწავლე სახლში კითხვას არ სვამს.
კითხვის პროცესში აქცევ თუ არა სასვენ ნიშნებს ყურადღებას და კითხულობ თუ არა შესაბამისი ინტონაციით.სასვენ ნიშვებს ნაწილობრივ აქცევს ყურადრებას 5 მოსწავლე.დანარჩენები ყურადღებას არ აქცევენ.
როდის უფრო გესმის წაკითხული ტექსტის შინაარსი ხმამაღლა კითხვის დროს თუ ხნადაბლა კითხვისას. 10 მოსწავლეს ურჩევნია ხმადაბლა წაიკითხოს ტექსტი რომ გაიგოს. 9 მოსწავლე ხმამაღლა და 6 მოსწავლეს ესმის ხმამაღლა, სხვისი წაკითხული.
შინაარსის გაგების შემდეგ გიადვილდება თუ არა ტექსტის გააზრება და ადვილად გამოგაქვს დასკვნები?
 5 მოსწავლეს უადვილდება გააზრება და ადვილად გამოაქვს დასკვნები;
14-მოსწავლეს უჭირს გააზრება და დასკვნების გამოტანა;
6 მოსწავლე -ვერ პასუხობს სააზროვნო კითხვებს.
კვლევაში მონაწილე მასწავლებლები თვლიდნენ, რომ წაკითხულის გააზრება კლასში ნამდვილად პრობლემა იყო.8 მასწავლებლიდან 5თვლიდა ,რომ მათ საგანშიც უჭირდათ მოსწავლეებს გააზრება.
ვის უნდა ეფიქრა გააზრების პრობლემის გამოსწარებასე მშობლებიც და მასწავლებლებიც აღნიშნავდნენ ,რომ ეს პრობლემა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის გადასაწყვეტი იყო.20 მშობელი და 5 მასწავლებელი თვლიდა რომ ეს პრობლემა ქართულის გაკვეთილებს უნდა მოეგვარებინა.
დავიწყე ინტერვენციების დაგეგმვა, რადგან ვიცოდი,რომ კლასში ნამდვილად იყო როგორც კითხვის ,ისე წაკითხულის გააზრების პრობლემა.

       

                                             VI თავი
        დაგეგმილი ინტერვენციები და განხორციელების ეტაპები;
ნოემბრის დასაწყისში, როცა რაოდენობრივი კვლევის მონაცემები შევაჯამე,მივხვდი რომ აუცილებელი იყო ინტერვენციები დამეგეგმა და მოსწავლეებს პრობლემის გადაჭრაში დავხმარებოდი.პირველი  ინტერვენცია იყო , რომ კვირაში ერთი დღე წიგნის კითხვის დღე დავნიშნე.დავიწყეთ ვაჟა-ფშაველას ,,ჩხიკვთა ქორწილის ‘’კითხვით. მოსწავლეებმა წაიკითხეს ტექსტი, კითხვის პროცესში  ამოვწერეთ უცხო სიტყვები და განვმარტეთ,შემდეგ ფრაზეოლოგიზმები  გამოვყავით და შევეცადე მიმართულება მიმეცა და ბავშვებს აეხსნათ ისინი.ამის შემდეგ ჯერ ტექსტის გაგების კითხვები გამოვუკარი დაფაზე ,შემდეგ კი  გააზრება და დასკვნების გამოტანა ვცადეთ.მართალია,საწყის ეტაპზე კლასის უმრავლესობას გაუჭირდა კითხვებზე პასუხის გაცემა,მაგრამ მოსწავლეებს დიდი ინტერესი გაუჩნდათ გაკვეთილისადმი. ერთ კვირაში უკვე მოსწავლეებს ვთხოვე წაკითხული ტექსტის მიხედვით შეექმნათ კედლის გაზეთი შინაარსით ,,ჩემი ჩხიკვთა  ქორწილი“. გაზეთის შინაარსი თვითონ აერჩიათ,გადმოეცათ ის ემოცია,რაც მათ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ დარჩათ და დაეხასიათებინათ გმირები.
      მართალია,შინაარსის მხრივ კედლის გაზეთი არ იყო მრავალფეროვანი და უფრო  ნაწარმოების შინაარსი იყო გადმოცემული,ვიდრე გმირთა დახასიათება ან ემოცია ,რაც ნაწარმოებმა გამოიწვია,მაგრამ  ყველა ჯგუფმა თავი გაართვა დავალებას.მოსწავლეებმა ერთმანეტის დახმარებით შინაარსი აღიდგინეს და დავალება შეასრულეს.
ასე დავამუშავეთ რამდენიმე ტესტი და ჩვენი კედლის გაზეთებიც თანდატან იცვლებოდა,მოსწავლეებმა ისწავლეს ლექსიკონებისა და წიგნის სქოლიოების გამოყენება.ეძებდნენ ახალ სიტყვებს განმარტებით ,,ინტერნეტ ლექსიკონში’’ და ინიშნავდნენ რვეულში,შემდეგ ამ სიტყვების გამოყენებით ახალ წინდადებებს ვადგენდით.ვხსნიდით მხატვრულ ხერხებსა და  ფრაზეოლოგიზმებს.ვკითხულობდით პატარა მოთხრობებს,მოსწავლეები გამოთქვამდნენ ვარაუდებსა და გამოჰქონდათ დასკვნები.რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ყველა მოსწავლე იყო აქტიური და ვუსმენდით ყველას.იყო შემთხვევა,რომ 2-3 წუთი გვიწევდა პასუხის ლოდინი,მაგრამ ვცდილობდი,მოსწავლეებს ესწავლათ ერთმანეთის მოსმენა და მოესმინათ სხვისი აზრი რაც არ უნდა მიუღებელი ყოფილიყო მათთვის.
   ორი თვის მონაცემები შევაჯამეთ  ერთად .მოსწავლეები მიეჩვივნენ ტექსტის ხმამაღალ კითხვას და ნელ-ნელა კითხვის პროცესში დაშვებული შეცდომების რიცხვი შემცირდა.რთული სიტყვების ამოკითხვა უჭირდათ,მაგრამ შეცდომის დაშვების აღარ ეშინოდათ და მოსწავლეები სიამოვნებით აგრძელებდნენ ტექსტის კითხვას.ნელ-ნელა ვიწყებდით ერთმანეთის მოსმენას  და სხვისი აზრის პატივისცემას.
დეკემბრის დასაწყისში მოსწავლეთა სურვილით დავიწყეთ მარკ ტვენის ,,ტომ სოიერის თავგადასავალი“.ვკითხულობდით ხმამარლა და ვხალისობდით და ვმსჯელობდით.მოსწავლეები განიხილავდნენ მთავარი გმირის თვისებებს,ადარებდნენ სხვა პერსონაჯისა და საკუთარ თვისებებტან და  ნელ -ნელა , ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობდი მოსწავლეთა სააზროვნო უნარების განვითარებასა და განმტკიცებას.რამდენიმე ტავის წაკითხვის შემდეგ ნაწარმოები ზამთრის არდადეგებზე მივეცი დასასრულებლად.მცირე დავალებასთან ერთად.ამოეწერათ მოქმედი გმირები და რამოდენიმე ფრაზეოლოგიზმი.რა თქმა უნდა, უცხო სიტყვები,რომლის განმარტებასაც ვერ შეძლებდნენ.
       25 -დან   12-მა მოსწავლემ  დავალება სრულყოფილი მოიტანა. 5-მოსწავლეს მხოლოდ ფრაზეოლოგიზმები ჰქონდა ამოწერილი; 5-მოსწავლეს მხოლოდ მოქმედი პერსონაჟები ჰქონდა ამოწერილი.3 მოსწავლეს არ ჰქონდა ბოლომდე წაკითხული. დავნიშნეთ ნაწარმოების გარჩევის დღე და ვისაუბრეთ ნაწარმოებზე.მოსწავლეები ხალისით გადმოსცემდნენ შინაარს, საუბრობდნენ საკუთარ ემოციაზე. აღნიშნავდნენ რა მოეწონათ,რა არ მოეწონათ გმირის მოქმედებაში.
     იანვრის ბოლოს ჩვენ შევაჯამეთ 3 თვის მონაცემები მარტივი ანკეტით.მოსწანდათ თუ არა ლიტერატურის გაკვეთილები და  რა მისცა ან გაკვეთილებმა მათ.
25 მოსწავლიდან 18 აღნიშნავდა ,რომ საინტერესო იყო და ხალისით ესწრებოდნენ.განსაკუთრებით უყვარდათ,როცა  საუბრობდნენ და საკუტარ აზრს გამოთქვამდნენ,იმასაც ხვდებოდნენ ,რომ ზოგჯერ ეს აზრი არასწორი იყო.
 რაც შეეხება იმ კითხვას რა მისცა მათ ამ გაკვეთილებმა ასე ჩამოყალიბდა:
1.მოსწავლეებმა ისწავლეს ფარზეოლოგიზმები;
2.ისწავლეს მხატვრული ხერხები;
3.დაიწყეს უცხო სიტყვების ამოწერა და ამ სიტყვებზე მუშაობა;
4.რამოდენიმე მოსწავლე აღნიშნავდა,რომ ნელ-ნელა გამართული კითხვა შეძლო.
   შემდეგ ჩვენ უკვე საკლასო კითხვა საშინაო დავალებით ჩავანაცვლეთ.მოსწავლეებს უკვე სახლში მივეცით დავალება დასამუშავებელი.მოსწავლეებმა თვითონ აირჩიეს ,,ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი’’, აინტერესებდათ ტომ სოიერის თავგადასავლების გაგრძელება.ყოველ კვირას მათ უნდა წაეკითხათ ნაწარმოების 5თავი  და კლასში ვისაუბრებდით წაკითხულ ფრაგმენტზე.ნაწარმოები ისე დავასრულეთ,რომ მოსწავლეებს ნაწარმოების ინტერესი არ განელებიათ.
ხალისით ყვებოდნენ ჰეკლბერი ფინის თავგადასავლებსა და ხალისობდნენ, აკავშირებდნენ  წაკითხულ ნაწარმოებს ტომ სოიერის თავგადასავალთან.ადარებდნენ ორივე გმირს იმ ლიტერატურულ გმირებს,რომლებსაც სასკოლო პროგრამით ეცნობოდნენ და გამოთქვამდნენ ვარაუდებს.გამოჰქონდათ დასკვნები და საინტერესოთ გამოსდიოდათ მცირე ეპიზოდების საკუთარი ვერსიით ჩანაცვლება.
მართალია,ეს მოსაზრებები ,ეს ვარაუდები არ იყო გამართული და ჯერ კიდევ ბევრი შრომა დაგვჭირდებოდა გაგება-გააზრების უნარების განვითარებისათვის,მაგრამ გამართული კითხვის პრობლემას ნელ-ნელა ვაუმჯობესებდით.
მარტის დღესასწაულებისათვის ჩვენ დედის დღე ავირჩიეთ და ჯგუფებს დაევალათ კედლის გაზეთის გაკეთება .კლასში ექვსი ჯგუფი შევქმენით და ექვსი კედლის გაზეთიდან 2 საუკეთესო,რომელსაც კლასის კართან გამოვფემდით,მოსწავლეებმა თვითონ აირჩიეს.მოსწავლეები დაგაკვეთილები გახალისდა.ისინი ყოველ დღე ელოდნენ რაღაც ახალს,საინტერესოს.ყოველ გაკვეთილზე ჩვენ 5 წუთი ,,მხატვრული კითხვის  წუთები ‘’.
მოსწავლეებს მივეცი ახალი დავალება ,,ჩემი საყვრელი ქართულის წიგნი“.მათ ერთი თვის მანძილზე უნდა შეექმნათ წიგნი,სადაც მათ უნდა შეეტანათ ის ნაწარმოებები ,რომელიც სასკოლო პროგრამიდან მათ ყველაზე მეტად მოეწონათ“.აპრილის ბოლოს 25 წიგნიდან 5 საუკეთესო ბავშვებმა თვითონ შეარჩიეს.
    სამი თვის  მონაცემების შეჯამებამ აჩვენა,რომ 25 მოსწავლიდან 18 გამართული კითხვის უნარებს ფლობდა,ხმამაღალი კითხვის დროს მოსწავლეები კითხვის დროს შეცდომებს ნაკლებად უშვებდნენ.გაიზარდა მათი ლექსიკური მარაგი.რაც მთავარია მოსწავლეებმა ისწავლეს ,რომ პრობლემის მოგვარება მოქმედებით შეიძლება.სწავლების პროცესში მათთვის სიძნელეები არ უნდა გამხდარიყოგადაულახავი დაბრკოლება.
კვლევის დასასრულს,მაისის ბილოს ჩვენ ჩავატარეთ სამოდელო გაკვეთილი გოდერძი ჩოხელის მოთხრობა,,გაღმივლები“ მიხედვით.მოსწავლეებმა იმსჯელეს ნაწარმოების პრობლემაზე, ჩამოაყალიბეს მთავარი სათქმელი და გაკვეთილის ბოლოს ჩაატარეს სასამართლი პროცესი, გაუთვალისწინებელი დანაშაულის გამო ,,გაასამართლეს ბიბღა’’.ისინი გამოთქვამდნენ ვარაუდებს ,აყალიბებდნენ სატქმელს და ასაბუთებდნენ და იცავდნენ საკითარ პიზიციას.
ამ გაკვეთილმა გვიჩვენა ,რომ მოსწავლეებს გაგება-გააზრების საწყისი უნარები გამოუმუშავდათ,მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი იყო გასაკეთებელი,რადგან ტექსტის გაგება- გააზრება   სწავლების სამივე საფეხურის მთავარი ამოცანაა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნა.
კვლევის დასასრულს შემეძლო დამენახა განსხვავება მოსწავლეები უკვე გაგება -გააზრების საწყის უნარებს ფლობდნენ . გამართულიკითხვა კი კლასის დიდ ნაწილს უკვე შეეძლო.შედეგი თვალსაჩინო იყო არა მარტო ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილისათბის,არამედ კოლეგე ბთან გასაუბრაბამ მიჩვენა,რომმოსწავლეების პროგრესი თვალსაჩინო იყო.
ყველაზე მთავარი იყო,რომ მოსწავლეები თვითონ აკვირდებოდნენ საკუთარ შედეგებს. მაისის  ბოლოს ჩატარებულმა  ტესტირებამ აჩვენა რომ მოსწავლეებმა უცხო ტექსტის გაგება-გააზრება შეძლეს,ყველა მოსწავლემ მიიღო დადებითი შედასება.დაბალი ქულა კლასში არ გვქონდა. 1.25 მოსწავლიდან 7-მა წარმატებულად დაძლია ტესტი და                     მაღალი       შეფასება      მიიღო;
                 2.10-მა  მოსწავლემ მიიღო საშუალოზე მაღალი ქულა ;
                3. 8-მოსწავლემ მიიღო საშუალო შეფასება.


                                 VIIთავი
                კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები;   
   კვლევის ინტერვენციები ,ისე დავგეგმე რომ მოსწავლეებთან ერთად მთელი წელი ვიმუშავე გამართული  კითხვის უნარების განვითარებასა და წაკითხულის გაგება-გააზრების უნარების გამომუშავებაზე.
შედეგიც შესაბამისობაშია გაწეულ მუშაობასთან,მაგრამ ვთვლი რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო საბოლოო შედეგამდე მე და ჩემს მოსწავლეებს,რადგან გამართული  კითხვისა და წაკითხულის გააზრების უნარები  ერთმანეთთან არის დაკავშირებული და მოითხოვს მოსწავლის მუდმივ მზაობას და სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართულობას.
მოსწავლის მოტივაციის ამაღლება და თანამშრომლობითი სასწავლო გარემო ხელს უწყობს და განსაზღვრავს კიდევაც მოსწავლეთა ჩართულობას ,როგორც საგაკვეთილო პროცესში,ისე სწავლა-სწავლების პროცესებში.
კვლევამ მიჩვენა,რომ:
Ø  აუცილებელია მოსწავლეებმა  აღმოაჩინონ პრობლემა და გადაჭრის გზები მოიძებნოს;
Ø  სასწავლო პროცესი მოსწავლეთა საჭირობების გათვალისწინებით უნდა დაიგეგმოს;
Ø  კითხვისა და წაკითხულის გაგება -გააზრების საწყისი უნარები აუცილებელია მოსწავლეებს დაწყებით კლასებშივე გამოუმუშავოთ;
Ø  აუცილებელია გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ მოსწავლეთა შესაძლებლობების განვითარებას.
                  რეკომენდაციები
ü  უმჯობესია სასწავლო პროცესი მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით დაიგეგმოს და მოსწავლეები სასწავლო პროცესის აქტიური წევრები იყვნენ;
ü  მოსწავლეებს პრობლემის მოგვარება უნდა ვასწავლოთ და მივცეთ უფლება საკუთარ შესაძლებლობებს დააკვირდნენ და ისწავლონ სწავლა;
ü  განუვითაროთ მოსწავლეებს თანამშრომლობითი სწავლების უნარები ;
ü  კვლევის მიზნები და ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების შესრულებაზე თანაბრად ვიზრუნოთ;
ü  დავეხმაროთ მოსწავლეებს , მათთვის სასწავლო გარემო გახდეს სასურველი.

კვლევის ნაკლოვანება
კვლევის ნაკლოვანებად შეიძლება ჩავთვალოთ პრობლემის მასშტაბურობა.რადგან კითხვისა და წაკითხულის გაგება-გააზრების პრობლემა მხოლოდ დაწყებით საფეხურს არ მოიცავს და ეს ის უნარებია, რომელსაც სისტემატური განვითარება სჭირდება და მოსწავლეთა მრავალმხრივი უნარების განვითარებას მოითხოვს.მოსწავლეები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში.

 
                                                                                                    დასკვნა
გამართული კითხვის   და გაგება -გააზრების   უნარების განვითარება მნიშვნელოვანი კომპონენტია სწავლა-სწავლების სამივე საფეხურზე,განსაკუთრებით კი დაწყებით საფეხურზე მნიშვნელოვანია რომ ეს უნარი გავააქტიუროთ .კვლევის პროცესში გამოვიყენე მრავალფეროვანი აქტივობები,რითაც ხელი შევუწყვე მოსწავლეთა  მოტივაციის ამაღლებას და კვლევაში ჩართულობას. ინდივიდუალური თუ თანამშრომლობითი სწავლებით მოსწავლეებს მიეცათ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელოვანი უნარების დაუფლების შესაძლებლობა.მათ გაიაზრეს რამდენად მნიშვნელოვანია დამოუკიდებლად ,ერთმანეთის დახმარებითა და თანადგომით მიაღწიონ შედეგს და ისწავლონ სწავლა.გახდნენ სასწავლო პროცესეს აქტიური წევრები და საკუთარი შესაძლებლობების კვლევა შეძლონ.

                                VIII თავი
                გამოყენებული ლიტერატურა
1.ეროვნული სასწავლო გეგმა  2011-2016სასწავლო წლები,- სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების ადმინისტრაციული და კონცეპტუალური საკითხები.
2 .გააზრებული კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე.ნანა ლომიძე 2015 წლის 27 აგვისტოhttp://mastsavlebeli.ge/
3.,,კითხვის სწავლების რამდენიმე ეფექტური სტრატეგია“http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e
4.,,განვითარებისა და სწავლების თეორიები“ 2008 წელი,წიგნი I8.,,,კითხვის ეფექტური მეთოდები ‘’ (სასწავლო -მეთოდური ფილმი და გზავნილები)
5,, კითხვისა და წერის    სწავლება  დაწყებით საფეხურზე“. 2015წელი.
        

                                 დანართები
მოსწავლის კითხვარები
1.კითხულობთ თუ არა გამართულად?





2. კითხვის დროს გამოგაქვთ თუ არა წაკითხული ტექსტიდან შინაარსი?



3.გაკვეთილებს თქვენ კითხულობთ თუ მშობლები გეხმარებიან გაკვეთილის წაკითხვასა და შინაარსის  გააზრებაში?






4.გაკვეთილების გარდა კითხულობთ თუ არა სხვა წიგნებს?




5.გიჭირთ რთული სიტყვების წაკითხვა და მათი არასწორი კითხვა გიშლით თუ არა ხელს სრულყოფილად გაიგოთ შინაარსი?


6.კითხვის პროცესში რამდენად ხშირად გხვდებათ წაკითხულ ტექსტში უცხო სიტყვები?ვის მიმართავთ ან სიტყვების განმარტებისათვის?


7. როგორ კითხულობ ხშირად ხმამაღლა თუ ჩუმად? როდის უფრო გესმით წაკითხული ტექსტი?
             


8. ,,მძიმე“, ,,წერტილი’’, ,, კითხვის ნიშანი’’-ამ სასვენი ნიშნების გამოყენებას   აქცევ თუ არა ყურადღებას კითხვის პროცესში?


9.გიწევს თუ არა ხშირად კლასში ტექსტის წაკითხვა და ესმით თუ არა თქვენი წაკითხული კლასელებს?


10.გსიამოვნებთ წიგნის კითხვა ,თუ მხოლოდ ვალდებულებაა თქვენთვის წაკითხვა ?


11.რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა რომ კითხვა შეგაყვაროთ?


12.რა  წიგნი წაიკითხეთ ბოლოს? მასწავლებლის დავალებით თუ თქვენი სურვილით?




მშობლების კითხვარები
1.კითხულობს  თუ არა  თქვენი შვილი გამართულად?





2. კითხვის დროს გამოაქვს  თუ არა წაკითხული ტექსტიდან შინაარსი?



3.გაკვეთილებს ამზადებს დამოუკიდებლად თუ თქვენ  ეხმარებით  გაკვეთილის წაკითხვასა და შინაარსის   გააზრებაში?






4.გაკვეთილების გარდა კითხულობს თქვენი შვილი   სხვა წიგნს?




5.უჭირს  რთული სიტყვების წაკითხვა და მათი არასწორი კითხვა უშლის  თუ არა ხელს სრულყოფილად გაიგოს  შინაარსი?


6.კითხვის პროცესში რამდენად ხშირად ხვდება თქვენ შვილს  წაკითხულ ტექსტში უცხო სიტყვები?ვის მიმართავს  ან სიტყვების განმარტებისათვის?(იყენებს ლექსიკონს?)


7. როგორ კითხულობს თქვენი შვილი  ხშირად ხმამაღლა თუ ჩუმად? როდის უფრო იგებს წაკითხული ტექსტის შინაარს?
             


8. ,,მძიმე“, ,,წერტილი’’, ,, კითხვის ნიშანი’’-ამ სასვენი ნიშნების გამოყენებას   აქცევს  თუ არა ყურადღებას კითხვის პროცესში?


9.ხშირად კითხულობს ხმამაღლა  თქვენი შვილი გაკვეთილს?როგორ ფიქრობთ მასწავლებელმა უნდა მოაგვაროს კითხვის პრობლენა თუ თქვენც უნდა დაეხმაროთ?


10.სიამოვნებს წიგნის კითხვა ,თუ მხოლოდ ვალდებულებაა მისთვის  წაკითხვა ?


11.რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა რომ კითხვა შეაყვაროს თქვენ შვლის?


12.რა  წიგნი წაიკითხა  ბოლოს? მასწავლებლის დავალებით თუ საკუთარი სურვილით?





       რეფლექსია
     კვლევა ჩავატერე ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 212-საჯარო სკოლის მეხუთე კლასში.კითხვისა და წაკითხულის გაგება -გააზრების პრობლემა მეხუთე კლასში წლის დასაწყისშივე გამოიკვეთა,დავიწყე, ფიქრი როგორ გადამეჭრა პრობლემა და ჩავატარე ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.კვლევს დასაწყისში გამოვიყენე რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის მეთოდები,დავგეგმე კვლევის ინტერვენციები,მაგრამ ყოველ ახალ ინტერვენციას მოსწავლეები თვითონ წყვეტდნენ ,რა წაეკითხათ,რა დაემუშავებინათ და როგორ გადაგვეჭრა პრობლემები.
     პარალელურად კოლეგების რჩევასა და მათ მითითებებს ვითვალისწინებდი,რადგან ვიქრობ თანამშრომლობითი მიდგომით მეტად დავეხმარებოდი ჩემ მოსწავლეებს პრობლემის დაძლებვაში.
ჩატარებულმა ინტერვენციებმა და ტესტირებიშ შედეგებმა მიჩვენა და მოსწავლეებმა კვლევის დასასრულს  შეძლეს აკადემიური უნარების გაუმჯობესება  და  ვფიქრობ, მივაღწიე დასახულ მიზანს , მოსწავლეებს გამართული  კითხვის საწყისი უნარები გამოუმუშავე. თუმცა ამ უნარების  განმტკიცებას კიდევ ბევრი და მრავალწლიანი შრომა სჭირდება,რადგან  კითხვა და წაკითხულის გააზრების პრობლემა  მრავალ კომპონენტს მოიცავს და დაწყებით საფეხურზე მისი სრულფასოვანი შესწავლა წარმოუდგენელია.























No comments:

Post a Comment